Posted by: allaboutnica on: October 24, 2011
იმდენი ხანია პოსტი არ დამიწერია, საერთოდ არ მახსოვს ბოლოს რა დავწერე.
მოკლედ, ვიპოვე One Direction challenge რომელშიც სულ 10 პატარა ჩელენჯია.
1.Favorite song. საყვარელი სიმღერა.
One direction – What makes you beautiful ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥
2.Favorite video. საყვარელი ვიდეო.
3.Post your favorite pictures of them. დაპოსტე შენი საყვარელი სურათები.
4.Favorite member, post a picture of him! საყვარელი წევრი, მისი ფოტო დაპოსტე!
ლიააააამ მიყვარხააააააააააააააარ <3
5.Post a photo with your favorite lyrics. დაპოსტე ფოტო შენი საყვარელი სიმღერის ტექსტით.
6.How you get into them? Why you like them / love them so much? რატომ მოგწონს/გიყვარს ისინი ასე ძალიან?
არ ვიცი როგორ ავხსნა…
აი უბრალოდ♥♥♥
სიმღერა♥
ბიჭები♥♥♥
ლიამი♥
ჰარი♥
ნიალი (თუ ნაილი ოო მოკლედ) ♥
ზეინი♥
7.Favorite quote from any member. საყვარელი ციტატა ნებისმიერი წევრისგან.
Vas happenin? – Zayn Malik.
8.Post your favorite interview. დაპოსტე საყვარელი ინტერვიუ.
Liaaaaaaaaaaaaaam ♥♥♥
9.Niall or Zayn? Why? ნიალი თუ ზეინი? რატომ?
Niall ♥♥♥
აი ამიტომ :
10. Post at least 5 pictures of your favorite band member. დაპოსტე შენი საყვარელი წევრის მინიმუმ 5 ფოტო.
დაბოლოს, ამ ფოტოს გიტოვებთ❤❤❤
Posted by: allaboutnica on: October 20, 2011
Posted by: allaboutnica on: October 1, 2011
Posted by: allaboutnica on: September 30, 2011
ადრე მქონდა ასეთი პოსტი დაწერილი, მაგრამ მაშინ სისულელეები ვილაპარაკე და თან იმის მერე დიდი დრო გავიდა და ძალიან შევიცვალე.
სტიმული მომცა იმან, რომ მაცომ დამთაგა განახლებულ ვერსიაში, ჰოდა მეც ვწერ❤❤❤
კიდევ 1 ტეგ-თამაშში დამთაგა მაცომ და იმასაც აუცილებლად დავწერ ❤❤❤
ნუ მოკლედ.
ძირითად შემთხვევაში დამინახავთ მრგვალ ბაღთან, ლუკა პოლარეში, ვაკის გუდვილში ან ჭავჭავაძის რომელიმე მაღაზიაში…
მარტო თითქმის არასდროს არ ვარ, ვარ გრძელ, შავთმიან გოგოსთან ერთად, ან კულულებიან ქერა გოგოსთან ერთად, ან ყავისფერ თმიან გოგოსთან ერთად ❤❤❤
თუ ჩემ სკოლაში სწავლობთ (მწიგნობართუხუცესში ვსწავლობ მე) მაშინ ხშირად მნახავთ მე4 სართულზე და ბუფეტში)))
მე თვითონ ვარ საშუალო სიმაღლის ( არც ვაიმე დედა რა მაღალია და არც ვაიმე დედა რა დაბალია ), მაქვს არც ისე გრძელი და არც ისე მოკლე შავი თმა წითელი ზოლით:)))) მიკეთია სათვალე, რომელსაც ქუჩაში არასოდეს არ ვიხსნი:))
ძალიან ძალიან ძალიან გთხოვთ, თუ მიცანით აუცილებლად მოდით და მითხარით რა))) ყველაზე მეტად გამიხარდება)))
ჰოო რავიცი…
კიდევ შეიძლება შემხვდეთ საბურთალოზე, მაკდონალდსში ან სადმე)))
არ ვიცი, მეტი რა დავწერო:(
Posted by: allaboutnica on: September 15, 2011
1 თვეზე მეტია პოსტი არ დამიწერია.
ვიცი რომ საშინელი და ყველაზე ზარმაცი ადამიანი ვარ მაგრამ მაპატიეთ რაა…
მოკლედ მოგიყვებით რა მოხდა ამ 1 თვის განმავლობაში და შემდეგ შევაჯამებ ჩემ ზაფხულის goalებს.
აგვისტოს შუაში ისევ ცხვარიჭამიაში წავედი….
არაფერი ისეთი არ ხდებოდა…
დანარჩენ ფოტოებს მალე ფბზე დავდებ და მერე დავლინკავ კომენტარებში.
1 სექტემბერს ჩამოვედი.
12 სექტემბრამდე შევხვდი : სოფის (3-4ჯერ), ანჩოს, ანას, ლუკას, ლიზას, მარის და მარის.
ყოველდღე სადღაც-სადღაც დავდიოდი და მოკლედ არ მეცალა.
ამ 12 დღეში მართლა დავისვენე…
ინტერნეტიც მქონდა, მეგობრებსაც თითქმის ყოველდღე ვხვდებოდი, მეტი რა უნდა მდომოდა???
12ში სკოლა დამეწყო… (ტაში მეგობრებოო!!!!)
Posted by: allaboutnica on: August 12, 2011
პრივეტ ყველას ვინც ახლა ჩემს ბლოგს კითხულობს))))
რაღაცნარიად მიძნელდება ამ პოსტის დაწერა, ალბათ იმიტომ რომ არ ვიცი რა დავწერო.
ნუ კარგი, თავიდან დავიწყებ!
ესეიგი ივლისის დასაწყისში (დაახლოებით) მე და ბაბუაჩემმა ამოვაკითხეთ ცხვარიჭამიაში მამაჩემს.
ჰოოოოდა. ბაბუაჩემმა თქვა რომ 3-4 დღით უნდა ამოვიდე და აქაურობას მივხედო სანამ თქვენ ამოხვალთოო.. ხოდა მე ეგრევე ვუთხარი მე და სოფიც წამოგვიყვანეთქო და არ ვიციო. ნუ მე ჩავთვალე რო დამთანხმდა :დ (ზუსტად ვიცოდი ბოლოს მაინც დავითანხმებდი).
სამწუხაროდ (თუ საბედნიეროდ) ბაბუაჩემმა ვერ მოახერხა ამოსვლა და ასერომ ჩვენც ვერ წამოვედით.
მე ძაან მეწყინა, მთელი ზაფხული თბილისში ვიყავი და ჩემთვის არავის არ ეცალა. მთელი დღე წიგნი, კომპიუტერი, ჭამა.
ბოლოს ნუ უკვე შეუძლებელი რო იყო თბილისში ყოფნა დედაჩემმა თქვა მე წაგიყვანო და ასე ავედით : მე, სოფი, დედაჩემი, ბებიაჩემი, ლევანიკო (ჩემი დეიდაშვილი), ანი (ბებიაჩემის დის შვილი) და ჩემი დიდი ბებია.
გზაში მე და სოფი სურათებს ვიღებდით :
Posted by: allaboutnica on: July 31, 2011
ცხვარიჭამია - სოფელი საქართველოში. თბილისიდან ნახევარი საათის სავალზეა. განლაგებულია საბუდარის ქედზე. მდ.თეზამის ხეობაში, ზღვის დონიდან 1180 მ. კურორტი მდიდარია მცენარეული საფარით. ზაფხული თბილი და ხანგრძლივია. ცხვარიჭამია ითვლება რეკრეაციულ-კლიმატურ საკურორტო ზონად, სასუნთქი ორგანოების მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის.
ვიცი, ვიცი რომ დიდი ხანია არ დამიწერია, მაგრამ რა მექნა??? ცხვარიჭამიაში ვიყავი და…..!!!
მოკლედ, ზაფხულს კარგად ვატარებ!
ეხლა მოგიყვებით რა ხდებოდა ამ რამდენიმე დღის განმავლობაში.
მე, ანი და სოფი დილით 12ისკენ ვდგებოდით, მერე ვჭამდით და მერე ვთამაშობდით.
Posted by: allaboutnica on: July 18, 2011
პრივეწიკ:)))))))))
დღეს კარგ ხასიათზე ვარ ძაააააააალიააან ❤❤❤
რატომ?
იმიტომ რომ ხვალ ცხვარიჭამიაში მივდივაააააააააააააააააარ❤❤❤
მარტო?
არა რა მარტო!
მე, სოფი, ანი (ბებიაჩემის დის შვილი), ლევანიკო, დედაჩემი,ბებიაჩემი, ჩემი დიდი ბებია, ბაბუაჩემი და მამაჩემი! (ვაიმე რამდენი ვყოფილვართ, სად უნდა დავეტიოთ?(ააააა ალბათ მამაჩემი და ბაბუაჩემი არ დარჩებიან))
ძაააააააააალიან მიხარია, ბოლოსდაბოლოს მთელი ზაფხულია აქ ვარ და დავიმსახურე:)
უკვე სასოწარკვეთილებაში ვიყავი, სანამ გავიგებდი რომ ხვალ მივდივააააართ!
მესოფიანილევანიკომესოფიანილევანიკომესოფიანილევანიკო!!!!!!!
მდინარეზე წავალთ, ვიწუწავებთ, ზაგარს მივიღებთ!!!
სოფი იქნება 3-4 დღით, მერე 1 კვირით ელენე გელიშვილს ვპატიჟეეეეებ!!!!!!!!! ❤❤❤
ძაან მიხარია, იმედია გამოუშვებეეეეეენ!!!!!!!❤❤❤
ეხლა ნაცვალაძეს ველოდები უნდა მოვიდეეეეს ❤❤❤
იმედია მალე მოვა, დავიტანჯე, მთელი დღეა ველოდებიი.
მოკლედ წავედი ეხლა კარგად:)))))
პ.ს. ერთი 10 დღე ალბათ ვეღარ დავწერ:(( შევეცდები, ყოველშემთხვევაშიიიი:))))))))
Posted by: allaboutnica on: July 13, 2011
ეს პოსტი წარმოადგენს საკონკურსო ნამუშევარს საუკეთესო ისტორიის კონკურსისთვის “პეპელა სახელად – კამპა“
იყო და არა იყო რა იყო ერთი ძალიან ჩვეულებრივი ქვეყანა მისპლენტომნი. ამ ქალაქს ყავდა სასტიკი მეფე რომელიც გართობას საერთოდ კრძალავდა. ბანკის თანამშრომლებს შესვენება საერთოდ არ ჰქონდათ. არც დანარჩენ სფეროებში იყო რამე კარგი. მხოლოდ მეფე და დედოფალი იყვნენ კარგად, მხიარულად და ლაღად.
ისინი ყოველ საღამოს დიდ ნადიმს მართავდნენ რომელზეც დაპატიჟებულები იყვნენ თავადები და მათი მეუღლეები. ამ ნადიმზე ცეკვავდნენ, მღეროდნენ, ჭამდნენ და სვამდნენ.
ერთ-ერთ ასეთ ნადიმზე უცებ დედოფალი ცუდად გახდა. საქმე იმაში იყო რომ მას გული აერია. მეფე განრისხდა, რადგან ეგონა რომ მზარეულის მომზადებულმა კერძმა იმოქმედა დედოფალზე. ის შევარდა სამეფო სამზარეულოში და 20ივე მზარეული გააგდო.
მეორე დღეს მეფემ 20 მზარეული შორეული მელტონდმინდან ჩამოიყვანა.
იმ ნადიმზეც გული აერია დედოფალს. მეფე ამჯერად არ განრისხებულა, არც მზარეულები არ გაუგდია რადგან იგი დაეჭვდა რომ დედოფალი ფეხმძიმედ იყო. სასწრაფოდ მოიყვანეს მთელს ქვეყანაში ყველაზე საუკეთესო ექიმი და როგორცკი ექიმმა დედოფლის მუცელს დახედა იმწამსვე მეფეს უთხრა :
- გილოცავთ, თქვენი მეუღლე ფეხმძიმედაა!
გავიდა 8 თვე.
უცებ, დედოფალს მშობიარობა დაეწყო.
2 საათში გაჩნდა ძალიან უშნო გოგონა.
დედოფალს იგი ძალიან არ მოეწონა და როცა გოგონა მეფემ ნახა მეფეს გული წაუვიდა. ამიტომ გადაწყვიტეს ბავშვთა სახლში ჩაებარებინათ.
გავიდა 9 წელი.
ის გოგონა რომელიც მეფეს და დედოფალს შეეძინათ უკვე 9 წლის იყო.
ის დაბადებიდან მისპლენტომნის ბავშვთა სახლში იყო.
მას სახელი ერთ-ერთმა მასწავლებელმა დაარქვა : მილა.
ამ მასწავლებელს ძალიან უყვარდა მილა. ერთხელ მან მილას პეპელა აჩუქა. პეპელა ძალიან ლამაზი და ნაირ-ფერადი იყო.
მილამ პეპელას კამპა დაარქვა და მისი ერთადერთი მეგობარი იმ მომენტში კამპა იყო.
მილას არავინ არ ემეგობრებოდა ბავშვთა სახლში.
მას ყველა ჩაგრავდა რადგან ძალიან უშნო იყო.
მილა ძალიან ხშირად ტიროდა რადგან იცოდა მისი ნამდვილი ისტორია. ყოველთვის ეგონა რომ არავის ჭირდებოდა.
ერთხელ როცა მილას ეძინა კამპა ამღერდა. მილას იმწამსვე გამოეღვიძა.
კამპა მღეროდა, მღეროდა, მღეროდა და არ ჩერდებოდა.
მილა მოჯადოებული იყო მისი ნამღერით.
უცებ მან ყველაფერი დაივიწყა. დაივიწყა რომ არავის სჭირდებოდა და უცებ მიხვდა რომ კამპა ჯადოსნური იყო.
მილა ჩაეჭიდა კამპას ფრთას და დაიყვირა :
- კამპა, კამპა, ჩემო ჯადოსნურო კამპა!!! მოდი, გავფრინდეთ შორეულ, ჯადოსნურ ქვეყანაში!!!
კამპამ გოგონა შორეულ ჯადოსნურ ქვეყანაში წაიყვანა.
ეს ქვეყანა იყო ლიკდიჰი.
ლიკდიჰში კამპას ყველა ცნობდა.
მილა გაოცდა ლიკდიჰით.
იქ იყო ჯადოსნური სილამაზის სალონები, ჯადოსნური სავაჭრო ცენტრები, ჯადოსნური სახლები და ბევრი სხვა ჯადოსნური ადგილი…
კამპამ გოგონა ჯადოსნურ სილამაზის სალონში შეიყვანა და იქვე მჯდარ ქალბატონს ჯადოსნურ ენაზე უთხრა:
- უსნ სჰაფ ფკიკ მილა. უსნ დფის სედოგ. სდუგ ი მდიკ უსნ ლოპგრ?
რაც ქართულას ასე ითარგმნება:
-ის გოგონა არის მილა. ის არის უშნო. შენ შეგიძლია ის გაალამაზო?
ქალმა უპასუხა:
- ი სდუგ მდიკ უსნ ლოპგრ.
რაც ქართულად ნიშნავს:
- მე შემიძლია ის გავალამაზო.
ქალმა აიღო თავისი ჯადოსნური ჯოხი და მისი აქეთ იქით ქნევა დაიწყო. თან რაღაცებს ჩურჩულით იძახდა.
უცებ მილას თავბრუ დაეხვა. ქალი კი აგრძელებდა თავის საქმეს.
ბოლოს ჯოხის ქნევას მორჩა და მილას სარკე მისცა.
მილა გაოცდა.
ის თავის თავს არ ჰგავდა.
ის ულამაზესი იყო.
მას აღარც მუწუკები და აღარც სქელი წარბები ჰქონდა.
მისი უხეში, ყავისფერი თმა სადღაც გამქრალიყო.
მის მაგივრად ქერა თმა ჰქონდა, გრძელზე უგრძელესი.
კამპამ და მილამ დიდი მადლობა გადაუხადეს ქალბატონს და სილამაზის სალონიდან გამოვიდნენ.
შემდეგ კამპამ მილა სავაჭრო ცენტრში წაიყვანა.
შეიყვანა ტანსაცმლის მაღაზიებში და დაათვალიერებინა ყველაფერი.
2 საათიანი ხეტიალის შემდეგ ყველაფერი იყიდეს : მაისურები, შარვლები, შორტები, ქვედა ბოლოები, კაბები, ფეხსაცმელები,აქსესუარები, კოსმეტიკა, პარფიუმერია და ა.შ.
თქვენ ალბათ ახლა ფიქრობთ: და მერე რა არის ამაში გასაკვირი? ამ ყველაფერს ხომ ჩვეულებრივ სავაჭრო ცენტრშიც იყიდიდნენ!
კი, მართალი ხართ მაგრამ ეს ყველაფერი ხომ ჯადოსნური იყო!!
ბოლოს მილამ 1 წითელი კაბა ჩაიცვა, აქსესუარები აისხა და სარკეში ჩაიხედა.
კამპას ძალიან გაუხარდა რომ მილა ასე გალამაზდა.
მილასაც უხაროდა.
ბოლოს კამპა და მილა სეირნობდნენ. უცებ კამპამ უთხრა :
- მილა, მე დიდი ხანია შენთან ვარ და ასეთი ბედნიერი არ მინახიხარ. მიხარია რომ გაგაბედნიერე და არ მინდა რომ ეს ბედნიერება 1 დღიანი იყოს. მინდა რომ შენ აქ იყიდო სახლი და ერთად ვიცხოვროთ მასში. არ მინდა იმ საშინელ ბავშვთა სახლში წახვიდე. გთხოვ, დარჩი აქ ჩემთან ერთად. აქ ყველას უყვარხარ. აქ გიცნობენ, თუმცა შენ არ იცი. აქ მეც მიცნობენ. აქ ჩვენ ყველას ვუყვარვართ. დარჩი აქ, გთხოვ.
- რას ამბობ? რას ამბობ? მთხოოვ? რას მთხოვ? პირიქით! მე მინდოდა შენთვის მეთხოვნა რომ აქ დავრჩენილიყავით!! რათქმაუნდა მე აქ დავრჩები!! რა თქმა უნდა მე აქ ვიცხოვრებ!!
მილამ და კამპამ იმავე დღესვე იყიდეს უზარმაზარი და ულამაზესი სახლი. და ასე ცხოვრობდნენ ცხოვრების ბოლომდე, იყვნენ ბედნიერები და ცხოვრება უხაროდათ.
დასასრული.
ეს პოსტი წარმოადგენს საკონკურსო ნამუშევარს საუკეთესო ისტორიის კონკურსისთვის “პეპელა სახელად – კამპა“
Posted by: allaboutnica on: July 4, 2011
უმმ….. გუშინ??? მოიცა გავიხსენოო…. ააა! გამახსენდა!
ესეიგი:
last comments